„არა ომს“- საბათლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადეს
29-03-2022
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს. 

„არა ომს“- ეს იყო მოსწავლეების მთავარი გზავნილი. მათ უკრაინის მხარდასაჭერად პლაკატები შექმნეს.

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ.

აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203