წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საინტერესო კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გამართეს
წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო სასწავლო გარემოა შექმნილი. ბავშვები პედაგოგების მიერ შეთავაზებულ აქტივობებში ყოველთვის ენთუზიაზმით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის მე-4 კლასში ინგლისურ ენაში კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გაიმართა. დავალების თემა გახლდათ -
„LONDON SIGHTS“ .
მოსწავლეებმა ნაშრომები მათთვის საინტერესო ადგილების, სიმბოლოებისა და პიროვნებების შესახებ წარადგინეს.
ასევე, იხილეს ვიდეორგოლი ლონდონის ღირსშესანიშნავ ადგილებზე. მოსწავლეებმა გაკვეთილის მიწურილს შეასრულეს გაერთიანებული სამეფოს ჰიმნი - God Save the Queen.
აღსანიშნავია, რომ ინგლისური ენის პედაგოგი ნინო უგლავა, ხოლო მე-4 კლასის დამრიგებელი ცირა გეგუჩაძე გახლავთ.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: