ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მხატვრული კითხვის კონკურსში ჟიურის მოწონება დაიმსახურეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეების სხვადასხვა კონკურსებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა - ნინი სურმანიძემ და ნიკა სურმანიძემ მხატვრული კითხვის კონკურსში ჟიურის მოწონება დაიმსახურეს.
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და ხელვაჩაურის რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო კლასების მოსწავლეთა მხატვრული კითხვის კონკურსი. ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს ამავე სკოლის მოსწავლეებს: 1. ნინი სურმანიძეს და 2. ნიკა სურმანიძეს მიღწეულ წარმატებას, რომლებმაც ჟიურის მოწონება დაიმსახურეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა: