სკოლის საჭიროებების კვლევა - ქვახვრელის საჯარო სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა
29-03-2022
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო შეხვედრები იმართება, რომელშიც სასკოლო საზოგადოება მუდამ დიდი ინტერესით მონაწილეობს.
შეხვედრა, რომელიც სკოლაში ამჯერად გაიმართა სკოლის საჭიროებების კვლევას ეხებოდა. აღნიშნულ შეხვედრას მთელი სასკოლო საზოგადოება: მოსწავლეები, მასწავლებლები, სკოლის ტექნიკური პერსონალი, მანდატური და სოფლის თემის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
აქტივობის ფარგლებში სკოლაში არსებული პრობლემები დეტალურად განიხილეს; ასევე, გამომწვევ მიზეზებსა და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.