ჩხორიის საჯარო სკოლაში უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს
29-03-2022

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები უკრაინელ თანატოლებს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.

უკრაინაში დაბადებულ ქართველ გოგონას, დიანას რომელიც მე-6 კლასამდე ჩხორიის საჯარო სკოლაში სწავლობდა და შექმნილი მდგომარეობის გამო დაბრუნება მოუხდა დიდი სიყვარულით დახვდნენ.

ასევე, მოსწავლეებმა თანადგომის ნიშნად ვიდეორგოლი მოამზადეს და სხვადასხვა აქტივობებით უკრაიანს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„დიანა, უკრაინაში დაბადებული ქართველი გოგონაა. ის მამის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში ჩამოიყვანეს და მეექვსე კლასამდე ჩხორიის საჯარო სკოლაში სწავლობდა. შემდეგ დედამ ისევ უკრაინაში წაიყვანა ბებიასთან და სწავლა სევეროდონეცკში, ლუგანსკის ოლქის სიროტინოს N7 გიმნაზიაში განაგრძო, მაგრამ შექმნილი საომარი ვითარების გამო ისევ საქართველოში დაბრუნება მოუწია. ის ცრემლიანი თვალებით იხსენებს წამოსვლის დღეს. გული სტკივა, რომ ბებია იქ დარჩა, ასევე მერხის მეგობარი კარინა და კლასელები. დიდი წვალებით ჩავიდნენ პოლონეთში. აგონდება ის სითბო, რასაც პოლონელები იჩენდნენ მათ მიმართ. დიანას ორმაგი მოქალაქეობა აქვს. განიცდის თავისი თანატოლების ამბავს, ლოცულობს, რომ ომი მალე დამთავრდეს. მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს დიანასთვის მოეწყოთ ლამაზი დახვედრა. სკოლის დირექციამ დიანას საჩუქრად სასწავლო ნივთები გადასცა. მოსწავლეებმა თავიანთ უკრაინელ თანატოლებს გზავნილები გაუგზავნეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203