
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენის მასწავლებლის, ნარინე ჩოგანდარიანის ხელმძღვანელობით, ქართული ენის გაკვეთილზე გამართეს პრეზენტაცია სახელწოდებით - „COVID-19“.
მოსწავლეებმა კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების გზებზე ისაუბრეს და საკითხის ცოდნა წარმოაჩინეს.
მოსწავლეთა პრეზენტაცია ინფორმაციული, შემეცნებითი და საინტერესოა.
იხილეთ ფოტოები: