ხიდრის საჯარო სკოლის მე-12 კლასის ბიოლოგიის მოყვარული მოსწავლე სასწავლო ოლიმპიადის III ტურში გადავიდა
29-03-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე სწავლობს, ერთ-ერთი კი მე-12 კლასის მოსწავლე გიორგი ლელაძეა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ლელაძე ასევე, 2020 წლის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელია. ამჯერად, გიორგიმ სკოლა კიდევ ერთხელ ასახელა და ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტურში გადავიდა.
„გიორგი ლელაძე სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. ხარაგაულში მას როგორც „ეტალონ მოსწავლეს“ ასე იცნობენ. გიორგის ბიოლოგია განსაკუთრებულად უყვარს და ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში გადასვლით დაგვიმტკიცა, რომ წინ ბევრი წარმატება ელოდება!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის