ეშტიის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცეს
29-03-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები დირექტორ ლალაზარ აროიანთან ერთად, ადგილობრივი რედაქციის ოფისში იმყოფებოდნენ.
მათ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცეს. მოსწავლეებმა გაიცნეს რედაქტორი, რომელმაც მოუყვა, თუ როგორ ჩამოყალიბდა მათი რედაქცია და რა სირთულეებთან უწევთ გამკლავება.
მოსწავლეები ჟურნალისტად მუშაობის პრინციპებს გაეცნენ და მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები მიიღეს.
„გაიცნეს „არშალუისის“ მთავარ რედაქტორს ლუსინე ვარდანიანი და თანამშრომლები. იქვე დაინახეს, როგორ მუშაობენ „არშალუისის“ თანამშრომლები, რა პრობლემები შეიძლება შეხვდეს ადამიანმა ჟურნალისტად მუშაობის დროს. ჟურნალისტობა ყველასთვის სასიამოვნო და საინტერესო იყო, რედაქტორმა სიამოვნებით გვიპასუხა ყველა კითხვაზე. ძალიან სასიამოვნო დრო გავატარეთ სასიამოვნო ადამიანებთან. ეკო კლუბის წევრები დიდ მადლობას უხდიან „არშალუისის“ რედაქტორს და თანამშრომლებს თბილი მიღებისათვის მეგობრულ და სასიამოვნო გარემოში“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის