ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზური ენის გაკვეთილზე მნიშვნელოვან სტუმრებს უმასპინძლეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში აჭარის განათლების ფონდის დირექტორ სულიკო თებიძეს, დირექტორის მოადგილე დალი ფუტკარაძესა და აფხაზური ენის შემსწავლელი კურსების კოორდინატორ თამარ ბერიძეს უმასპინძლეს. ისინი სკოლაში აფხაზური ენის გაკვეთილებს დაესწრნენ.
მოსწავლეებმა შოთა რუსთაველის, ნოდარ დუმბაძის, დიმიტრი გულიას და სხვათა ნაწარმოებებიდან ამონარიდები აფზახურ ენაზე წაიკითხეს. მათ სიმღერა „სულაშარაც“ შეასრულეს.
სკოლაში მოსწავლეებს აფხაზურ ენას პედაგოგი ლიანა აიკუცბა ასწავლის.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: