თხილნარის N1 სკოლაში მხატვრული კითხვის კონკურსის ფინალური ტური გაიმართა
29-03-2022

ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მხატვრული კითხვის კონკურსის მეორე (ფინალური) ტური გაიმართა.

მოსწავლეები სამ ასაკობრივ ჯგუფში (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) დაჯილდოვდნენ სიგელებით და წიგნის ვაუჩერით.

„კონკურსს კიდევ უფრო საინტერესოს და წარმატებულს ხდის ყველასათვის გამორჩეული, სათნო ქალბატონების - ნიჭიერ პოეტ ბელა ქებურიასა და პროფესიონალ მეტყველების კულტურის პროფესორ თამილა მეიშვილის თანადგომა. ასეთი პროფესიონალების შეფასება და მათთან მასტერკლასების გავლა ძალიან დიდი ფუფუნებაა. კონკურსს ასევე ესწრებოდნენ გურანდა დოლიძე და ნარგიზ ციმნარიძე“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203