
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები, დირექტორის ლალაზარ აროიანის ხელმძღვანელობით, სოფლის სოციალურ საწარმოს - FAMILY SOFT ესტუმრნენ.
მოსწავლეები სოციალური საწარმოს საქმიანობას გაეცნენ და საწარმოში დასაქმებულებს დაეხმარნენ სხვადასხვა საქმეში.
FAMILY SOFT-ის დირექტორმა, ნაირა ჰოვანისიანმა მოსწავლეები დაასაჩუქრა. შეხვედრამ საინტერესოდ და სასიამოვნოდ ჩაიარა.
სკოლაში FAMILY SOFT-ს თბილი მიღებისათვის მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები: