ახალი საყულიის საჯარო სკოლის მეორეკლასელებს izrune.ge-ს მარტის შემაჯამებელ ტესტში ბრწყინვალე შედეგი აქვთ
29-03-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი საყულიის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა - გიორგი ონიანმა, გენრი ონიანმა, ლიკა ლიპარტელიანმა, ბექა ქურასბედიანმა, იოანე რატიანმა და გიორგი გულბიანმა izrune.ge-ს მარტის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და ბრწყინვალე შედეგი აჩვენეს.  მეორეკლასელებმა 5 ოქროს და ერთი ვერცხლის დიპლომი დაიმსახურეს. 

აღსანიშნავია, რომ ახალი საყულიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი. 

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203