გვიშტიბის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნარჩენებისაგან ახალი ნივთები დაამზადეს
29-03-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლაში რეციკლირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პროექტ „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში, ნარჩენების გადამუშავებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. 

ვორკშოპი იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის - „სპექტრის“ ორგანიზებით გაიმართა. მასში მე-6 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ და მეორეულ ნივთებს ახალი სიცოცხლე შესძინეს. 

„გვიშტიბის საჯარო სკოლაში ჩატარდა აფსაიქლინგის ვორკშოპი. მე-6 კლასის მოსწავლეებმა ნარჩენებისაგან სხვადასხვა ნივთები დიდი მონდომებით და ხალისით დაამზადეს. სპექტრის წარმომადგენლებთან ერთად აქტივობის კურატორი იყო საბუნებისმეტყველო კათედრის თავმჯდომარე ცირა ბერეკაშვილი-იოსელიანი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

რეციკლირების საერთაშორისო დღე 18 მარტს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203