ღების საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ლობჯანიძემ კონკურსში ერთწლიანი სტიპენდია მოიპოვა
29-03-2022
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ლობჯანიძემ „საქართველოს მწერალთა სახლის“ მიერ გამოცხადებულ წიგნის კითხვის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილ კონკურსში წარმატება მოიპოვა. 

კონკურსის - „ბავშვები ურჩევენ ბავშვებს“ ფარგლებში, მოსწავლეებს უნდა ჩაეწერათ წუთნახევრიანი ვიდეო, სადაც მათ მიერ წაკითხულ ნაწარმოებს სხვებს ურჩევდნენ. ამ კონკურსში ღების სკოლის 2 მოსწავლე ნიკოლოზ და მარიამ ლობჯანიძეები მონაწილეობდნენ. ნიკოლოზმა „მწერალთა სახლის რჩეულის“ სტატუსი დაიმსახურა.

ნიკოლოზ ლობჯანიძემ ამერიკელი მწერლის უილიამ ფოლკნერის ნაწარმოების -„დათვი“, ისაუბრა და თანატოლებს ურჩია, რომ აუცილებლად წაეკითხათ. 

მან წიგნების 100-ლარიანი ვაუჩერი და 1200 ლარის ოდენობის მწერალთა სახლის ერთწლიანი სტიპენდია დაიმსახურა.

მოსწავლეს ვიდეოს მომზადებაში სკოლის გეოგრაფიის კონსულტანტ მასწავლებელი რევაზ ბარბაქაძე დაეხმარა.


იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203