„ყვავილებისა და ფერების ფესტივალი“- დიდი დმანისის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო დავალება შეასრულეს
29-03-2022
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში დავალება „ყვავილებისა და ფერების ფესტივალი“ შეასრულეს.
მოსწავლეებმა სხვადასხვა მასალის გამოყენებით, მრავალფეროვანი ნამუშევრები დაამზადეს, გაზაფხულის შესახებ ისაუბრეს და აქტივობაში უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
აქტივობის ხელმძღვანელი პედაგოგი მაია მთვარაძე იყო.
„გაზაფხულზე ბუნება იღვიძებს და ყვავილებით ირთვება. მოსწავლეები მიზანი იყო გარემოც სეზონის შესაბამისად გაელამაზებინათ. სახალისო დავალების შესრულებაში აქტიურად ერთვებოდნენ მოსწავლეთა მშობლებიც“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის