„ულამაზეს სცენაზე პატარები ბედნიერებისგან ბრწყინავდნენ“- აწყურის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულებს ღონისძიება მიეძღვნა
29-03-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულებს ღონისძიება მიეძღვნა.

პირველი კლასის მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და სასცენო დადგმები წარადგინეს. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და გაზაფხული ყველას მიულოცეს. 

აქტივობის ხელმძღვანელი პედაგოგი ეკა გელაძე იყო. 

სკოლის დირექცია მას, მოსწავლეებსა და მშობლებს მადლობას უხდის.

„ულამაზეს სცენაზე პატარები ბედნიერებისგან ბრწყინავდნენ. დირექცია მადლობას უხდის პირველი კლასის მოსწავლეებს, მათ მშობლებს, დამრიგებელს, ქალბატონ ეკა გელაძეს, რომელთა აქტიური ჩართულობა მომავალში ესთეტი და შემოქმედი პიროვნების ჩამოყალიბების საფუძველია“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203