„ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი არჩევანია“- დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა
29-03-2022
დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასში პროექტი „ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი არჩევანია“ განხორციელდა.
პროექტი ინგლისური ენის პედაგოგის ეკა ტვილდიანის აქტიური ჩართულობითა და ბრიტანეთის საბჭოს თანადგომით ჩატარდა.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში აქტიურად დიდი ინტერესით და მონდომებით ჩაერთნენ. პროექტის დასრულების შემდეგ მათ ბრიტანეთის საბჭომ ფასიანი საჩუქრები და სერტიფიკატები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ დაბა ლენტეხის საჯარო სკოლა ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ჰაბთან აქტიურად თანამშრომლობს.
„ამ პროექტის განხორციელების დროს მიღებული გამოცდილება დაეხმარება მოსწავლეებს მომავალშიც წარმატებით განახორციელონ სხვადასხვა სოციალური პროექტი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის