ბათუმის N2 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა
29-03-2022
ბათუმის N2 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ნამუშევრები შექმნეს, ხელებზე ფერადი წინდები მოირგეს და მთავარი გზავნილი - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, გააჟღერეს.

ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.

„ეს დღე განსაკუთრებულად აღინიშნა სკოლაში. სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა საუკეთესოდ აჩვენეს, თუ როგორ შეიძლება მხარდაჭერა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203