ბათუმის N2 საჯარო სკოლაში ბაღის აღსაზრდელებს უმასპინძლეს
29-03-2022
ბათუმის N2 საჯარო სკოლას ქალაქის N4 ბაღის აღსაზრდელები ეწვივნენ. 

პატარებს მე-8 კლასის მოსწავლეებმა უმასპინძლეს. მოსწავლეებმა ბაღის აღსაზრდელებს საკლასო გარემო დაათვალიერებინეს და სასკოლო ცხოვრების შესახებ ესაუბრნენ. 

„სკოლაში სტუმრად N4 ბაღის აღსაზრდელები გვეწვივნენ, თბილად შეხვდა მათ მე-8 კლასი, ბავშვები ერთმანეთს დაუმეგობრდნენ და რამდენიმე წუთი ერთად გაატარეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203