ძველი ანაგის საჯარო სკოლაში ეკოკლუბ „ფესვების“ ინიციატივით, ფილმის ჩვენება მოეწყო
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში ეკოკლუბ „ფესვების“ ინიციატივით, ფილმის ჩვენება მოეწყო.
„ფესვებმა“ დეივიდ ატენბოროს ფილმი „ცხოვრება ჩვენს პლანეტაზე“ ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსისს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022-ის ფარგლებში უჩვენა.
მას მეხუთე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ, ფილმის დასრულების შემდეგ კი დისკუსია გაიმართა. ისაუბრეს გლობალურ პრობლემებსა და ტყის დავის აუცილებლობის შესახებ.
ფილმის ჩვენებაზე სკოლის დირექტორი ნინო ღვედაშვილიც იმყოფებოდა.
„ფილმის მთავარი თემა იყო, როგორ ხდებოდა წლებისა და საუკუნეების განმავლობაში ადამიანის მიერ ბიომრავალფეროვნების შემცირება და როგორ უნდა მოვახდინოთ მისი აღდგენა!
„ბუნება უსასრულო არ არის, ეს სასრულია და მას დაცვა ჭირდება“.
რაც მთავარია,ჩვენი შეხვედრა საინტერესო აღმოჩნდა როგორც ჩვენთვის, ასევე დამსწრე საზოგადოებისათვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: