საწირის საჯარო სკოლის პედაგოგები - დავით მახარაშვილი და ნანა გოგილიძე ლეპტოპებით დასაჩუქრდნენ
29-03-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირის საჯარო სკოლის ორ პედაგოგს დავით მახარაშვილსა და ნანა გოგილიძეს საჩუქრად ლეპტოპები გადაეცათ. 

მათ კომპიუტერები დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა პროფკავშირის მიერ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან ერთად განხორციელებული პროექტის ფარგლებში მიიღეს. 

პროექტის შემაჯამებელი ტრენიგნ-სემინარი - „XXI საუკუნის მახასიათებლები“, საწირის სპმთპს პროფკავშირების სახლში ჩატარდა. 

სკოლა ამაყობს პედაგოგებით და მათ წარმატებას უსურვებს.

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203