„ინტერვიუ წარმატებულ დირექტორთან“- წყალტუბოს N1 სკოლის ხელმძღვანელმა, ფაქიზო ფანჩულიძემ მეორეკლასელთა კითხვებს უპასუხა
29-03-2022

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასში ხელოვნებასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. 

გავკეთილის თემა იყო „ინტერვიუ წარმატებულ დირექტორთან“.

მოსწავლეებმა და პედაგოგმა გავკეთილზე სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე მიიწვიეს და მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს. 

მეორეკლასელებმა ჟურნალისტის როლი კარგად მოირგეს, გაკვეთილის ბოლოს კი მათ მასწავლებელმა დაავალა, რომ მიღებული ინფორმაციისგან სიუჟეტი მოემზადებინათ.

„მოსწავლეებმა დასვევს შინაარსიანი შეკითხვები, რათა მეტი მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიეღოთ რესპოდენტისაგან“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203