თბილისის N208 სკოლის მოსწავლეებთან ქართულ-გერმანული ურთიერთობების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
29-03-2022

თბილისის N208 საჯარო სკოლაში, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, ეროვნული სასწავლო გეგმის კულტურული მრავალფეროვნების მიმართულებით, სასკოლო პროექტის - „ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრის თემა გახლდათ - „გერმანელები საქართველოში“. საგანმანათლებლო ღონისძიებაში VIII1 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

შეხვედრაზე კლასის დამრიგებელმა, თამარ მათიაშვილმა და ისტორიის პედაგოგმა, ვახტანგ თვალაძემ მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში გერმანული დასახლებების, გერმანელების ყოფა-ცხოვრებისა და ტრადიციების შესახებ.

აქცენტი გაკეთდა გერმანელთა წვლილზე ჩვენი ქვეყნის არქიტექტურის, ხელოვნების, სოფლის მეურნეობის და სხვა დარგების განვითარების საქმეში.

დაგეგმილია მოსწავლეთა სხვადასხვა სახის აქტივობები ქართულ-გერმანული ურთიერთობების შესახებ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203