სალომინაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
28-03-2022

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალომინაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთნენ, მათ შორის საინფორმაციო ხასიათის პლაკატები დაამზადეს. 

„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!“- ასეთია მოსწავლეთა გზავნილი. 

დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე 21 მარტს აღინიშნება. მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203