აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასში მათემატიკაში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩატარდა
28-03-2022
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.

ამჯერად, მეორე კლასში მათემატიკაში პედაგოგმა დალი ფირცხალავამ მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩაატარა.

გაკვეთილის თემა - „ფიგურის შიგა და გარე წერტილები. ფიგურის საზღვარი“ იყო ხოლო მიზანი: მოსწავლეს უნდა განესხვავებინა ფიგურის შიგა, გარე და საზღვრის წერტილები. მიეთითებინა ფიგურის საზღვარი, ფიგურათა საერთო წერტილები, დაეხვეწა და გაეღრმავებინა გეომეტრიული წარმოდგენები.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილი შიდა საგაკვეთილო დაკვირვების ფორმატში განხორციელდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203