ჩიხარეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა ღონისძიებით გამოხატეს
28-03-2022
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლაში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ღონისძიება მიეძღვნა.
სკოლაში უკრაინის ტრაგედიის შესახებ ისაუბრეს, მოსწავლეებმა თავიანთი მოსაზრება დააფიქსირეს, საქართველოსა და უკრაინის დროშები დახატეს და თავიანთი პოზიცია ასე გამოხატეს.
აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები ისტორიის პედაგოგის თალიკო ჯანხოთელის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ.