ოფშკვითის საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს პროექტი მიეძღვნა
28-03-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითის საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს პროექტი მიეძღვნა.
პროექტი მე-8 კლასის მოსწავლეებმა და ქიმიის მასწავლებელმა ანა თაბაგარმა განახორციელეს.
მოსწავლეებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს, წყლის დაცვის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. ისინი აქტივობაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.