„მათემატიკის ზღაპრულ სამყაროში“- ბათუმის N2 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელთა საინტერესო აქტივობა
28-03-2022
ბათუმის N2 საჯარო სკოლაში აქტივობა „მათემატიკის ზღაპრულ სამყაროში“ გაიმართა.
ღონისძიება სცენაზე მე-5ბ კლასის მოსწავლეებმა გამოიტანეს.
მეხუთეკლასელები აქტივობაში პედაგოგ მაია დევაძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და საზოგადოების აღფრთოვანებაც დაიმსახურეს.
„დებატები, ანდაზები, გამოცანები, მათემატიკური მაგალითები, ცეკვები, და მათ მიერ შეთხზული პატარა მათემატიკური მოთხრობები ისე ლამაზად გადმოსცეს, რომ თავი მათემატიკურ ზღაპარში გვეგონა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.