ქვილიშორის საჯარო სკოლის მოსწავლეები სპექტაკლს დაესწრნენ
28-03-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლის მოსწავლეები სპექტაკლს დაესწრნენ.
მოსწავლეები წყალტუბოს საკონცერტო დარბაზ „ივერიაში“ იმყოფებოდნენ, სადაც მათ სტუდია „ცისარტყელას“ მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი ოსკარ უალდის „ვარსკვლავბიჭუნა“ იხილეს.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მთავარ როლს ამავე სკოლის წარმატებული მოსწავლე ნიკოლოზ ვარდანიძე ასრულებდა.
„დღე აღმოჩნდა ბავშვებისათვის ემოციურად დატვირთული. გამოთქვეს სურვილი, რომ კიდევ გავაგრძელოთ მსგავსი გასვლითი ღონისძიებები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.