ახალი საყულიის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი საყულიის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში კომპლექსური დავალება შეასრულეს.
დავალება იაკობ გოგოებაშვილის მოთხრობის - „თაგვი და ლომი“, შესწავლის შემდეგ შეასრულეს. მათ ნახატების საშუალებით მოთხრობის დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული გადმოსცეს.
მოსწავლეები ამ აქტივობაში პედაგოგ მარიანა კოპალიანის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ, მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„ნახატები თანმიმდევრულად დაალაგეს და მათზე დაყრდნობით, ზეპირად გადმოსცეს იგავის შინაარსი. მეორეკლასელების აზრით, კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა მეტად საინტერესო და სახალისო იყო“,- წერის სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: