ეშტიის N2 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ვიქტორინა ჩატარდა
28-03-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ვიქტორინა გაიმართა. 

მასში V და VI კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ. მათ, მრავალფეროვანი აქტივობების საშუალებით, ქართულ ენაში თავიანთი ცოდნა გამოავლინეს. 

ვიქტორინას ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი გაიანე მნოიანი უძღვებოდა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი, აქ მათ განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.

„ვიქტორინაში შეტანილი იყო სხვადასხვა გრამატიკული და ლიტერატურული საკითხი, ასევე ლექსები, სიმღერები და ცეკვები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203