გვიშტიბის საჯარო სკოლის მოსწავლე წყლის რესურსების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გასვლით აქტივობაში მონაწილეობდა
28-03-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებებში მუდამ აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე თინათინ ჭოლოკავა წყლის რესურსების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გასვლით აქტივობაში მონაწილეობდა.    

22 მარტს წყლის რესურსების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურებმა მოაწყვეს ერთობლივი გასვლითი ღონისძიება; აღსანიშნავია, რომ კურორტი წყალტუბო ევროპული ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის EHTTA- ს წევრი ოფიციალურად გახდა 2017 წელს საირმესთან ერთად.

მუნიციპალიტეტების საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს, მოინახულეს კურორტ წყალტუბოს და საირმის ღირსშესანიშნაობები.

აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობდა მე-8 კლასის წარმატებული მოსწავლე თინათინ ჭოლოკავა, ხოლო სკოლის აქტიურ ჩართვაზე ქიმია - ბიოლოგიის წამყვანი პედაგოგი ცირა ბერეკაშვილი ზრუნავდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203