„დაე, არასოდეს გვენახოს პატარების ცრემლი“- ცხუნკურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სოლიდარობა უკრაინელ თანატოლებს
28-03-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინაში დაღუპული თანატოლების გამო მწუხარება გამოხატეს.

ბავშვებმა სოლიდარობის ნიშნად უკრაინის დროშები შექმნეს, ნატვრის ხეს სურვილები შეაბეს და მთელს მსოფლიოს მშვიდობა უსურვეს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინელებისადმი მხარდასაჭერი აქტივობა მოსწავლეებმა პედაგოგის, სოფიო ქუთათელაძის ხელმძღვანელობით განახორციელეს.

„დაე, ყველგან იყოს მშვიდობა, შინ და გარეთ... დაე, არასოდეს გვენახოს პატარების ცრემლი და განსაცდელი“, - წერს პედაგოგი სოფიო ქუთათელაძე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203