წინუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ილაშვილს ღონისძიებაზე საინტერესო პრეზენტაციის წარდგენისთვის სიგელი გადაეცა
28-03-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებებში მუდამ დიდი აქტიურობით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის IX კლასის მოსწავლე გიორგი ილაშვილი მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ჩატარებულ ღონისძიებაში - „ჩემი საყვარელი სპორტი და სპორტსმენი“ მონაწილეობდა.
აღნიშნულ ღონისძიებაში გარდა წინუბნის საჯარო სკოლისა სხვა სკოლებიც მონაწილეობდნენ.
გიორგი ილაშვილმა ღონისძიებაზე პრეზენტაცია წარადგინა, რის შემდგომაც სიგელი გადაეცა. მოსწავლის პრეზენტაცია სპორტის ინტელექტუალური სახეობის - ჭადრაკის შესახებ იყო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის