ქობულეთის N6 საჯარო სკოლაში უკრაინაში გასაგზავნად ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს
ბადრი ბერანძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N6 საჯარო სკოლაში უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ.
სკოლაში უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარება - მედიკამენტები, არამალფუჭებადი საკვები და სხვადასხვა ნივთი შეგროვდა.
ამ აქტივობაში მოსწავლეები და პედაგოგები თანაბარი მონდომებით ჩაერთნენ. თითოეულმა მათგანმა ამ კეთილ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა.
სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მეგობარ ქვეყანას თანადგომას უცხადებენ.
იხილეთ ფოტოები: