ახოს საჯარო სკოლის პირველკლასელმა, მარიამ ბოლქვაძემ izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლე მარიამ ბოლქვაძემ izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და ოქროს დიპლომი დაიმსახურა. მოსწავლემ დიპლომი მარტის შემაჯამებელ ტესტში მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ახოს საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -
izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.