თბილისის N103 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეთა სოლიდარობა უკრაინელ ხალხს
28-03-2022

თბილისის N103 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა პედაგოგის, ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით უკრაინას და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.

მოსწავლეები სლოგანების - „მშვიდობა უკრაინას!“ და „დიდება გმირებს!“ გარშემო გაერთიანდნენ.

მოსწავლეებმა სოლიდარობის ნიშნად საქართველოსა და უკრაინის დროშების ნახატები შექმნეს და ასევე, მხარდაჭერის ნიშნად ვიდეორგოლიც მოამზადეს.

აღსანიშნავია, რომ მეგობარ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები თითოეულ მათგანს გულთან ახლოს მიაქვთ და მშვიდობის მალე დამყარების სურვილებს უგზავნიან.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203