სხვილისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ​ღონისძიებაში- „ჩემი საყვარელი სპორტი და სპორტსმენი“ მონაწილეობდნენ
28-03-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები - კარაპეტ ნახაპეტიანი და არუთუნ ეკნოსიანი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის, სპორტული განყოფილების ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში - „ჩემი საყვარელი სპორტი და სპორტსმენი“ მონაწილეობდნენ.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით 19 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი საყვარელი სპორტის სახეობისა და სპორტსმენის შესახებ მომზადებული პრეზენტაციები წარადგინეს. ნამუშევრების მიხედვით 13 პოპულარული სპორტის სახეობა: ჭადრაკი, ჩოგბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, კალათბურთი, ფეხბურთი, მძლეოსნობა, ძალოსნობა, რაგბი, ძიუდო, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა და ოლიმპიური თამაშები იყო. სპორტსმენებიდან კი როგორც ქართველი, ისე უცხოელი პოპულარული სპორტსმენები მოსწონთ.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. პროექტის მიზანი ახალციხელ მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი პრეზენტაციების ავტორებს მუნიციპალიტეტისგან სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203