„მე მნიშვნელოვანი ვარ!“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა უფლებების კონვენციის შესახებ ისაუბრეს
28-03-2022

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პროექტის - „მე მნიშვნელოვანი ვარ“ ფარგლებში, მრავალფეროვანი აქტივობა გაიმართა. 

აქტივობის ფარგლებში მე-10 კლასის მოსწავლეებმა - ლიზი ჭეიშვილმა და მარიმ გოდოლაძემ ბავშვთა უფლებების კონვენციის შესახებ ისაუბრეს. გარდა ამისა, მონაწილეებმა კონვენციის ზოგიერთი მუხლის შესახებ საინფორმაციო პოსტერები მოამზადეს. 

შეხვედრის მიმდინარეობაში კლასის დამრიგებლები, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელი, სპეციალური მასწავლებელი და სკოლის დირექტორი მონაწილეობდნენ. 

„სკოლაში არსებული ინკლუზიის დასტური იყო აქტივობა, რომელიც განხორციელდა პროექტის - „მე მნიშვნელოვანი ვარ“, ფარგლებში. პროექტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ფიქრია გიორხელიძემ ორგანიზება გაუწია პროექტში ჩართული მოსწავლეების შეხვედრას“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203