ბადიაურის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
28-03-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ საინტერესოდ და მრავალფეროვანი, ცნობიერების ამამაღლებელი ღონისძიებებით აღნიშნავენ.

ამჯერად, სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიუძღვნეს. ბავშვებმა აქტივობის ფარგლებში ხელები ფერადი საღებავებით შეიღებეს და თემატური ნახატი შეასრულეს.

შეგახსენებთ, რომ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო მისი ყოველწლიური აღნიშვნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203