„წყალი სიცოცხლის საწყისი“ - ყვარლის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა საინფორმაციო ხასიათის ღონისძიება გამართა
28-03-2022
ყვარლის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიებები ხშირად იმართება, რომლებშიც მოსწავლეები მუდამ დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის ეკოკლუბის წევრებმა საინფორმაციო ხასიათის ღონისძიება - „წყალი სიცოცხლის საწყისი“ ჩაატარეს.
„გავუფრთხილდეთ ტყეს“ - ამ სლოგანის მიხედვით ეკოკლუბის წევრებმა ლექცია მოამზადეს IV-VI კლასების მოსწავლეებს გააცნეს.
აღსანიშნავია, რომ წყლის საერთაშორისო დღე 1995 წლის 22 მარტიდან აღინიშნება. ხოლო, ტყის საერთაშორისო დღეს 1971 წლის 21 მარტიდან ზეიმობენ.