ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობისათვის სიგელები გადაეცათ
28-03-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობისათვის მადლობის სიგელები გადაეცათ.
VIII კლასის მოსწავლეები საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ლიტერატურულ კონკურსში „გმირთა ვარამი“ - საქართველო და ქართველები“,- მონაწილეობდნენ.
მოსწავლები ორ გუნდად დაიყვნენ, მათ გუნდებს „შავლეგო“ და „ამირანი“ ერქვა.
სკოლა ამაყობს მათი წარმატებით და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.