„46+1 - ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!“- კურსების საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა
28-03-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
მე-5 კლასის მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ნამუშევარი შექმნეს, ხელებზე ფერადი წინდები ჩაიცვეს და მთავარი გზავნილი - „46+1 - ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“, გააჟღერეს.
ისინი ამ აქტივობაში, პედაგოგ თამუნა აბესაძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.