„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!“- თხინვალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს
28-03-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენებს მუდამ საინტერესო და ამავდროულად, ცნობიერების ამამაღლებელ ღონისძიებებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლის დაწყებითი და მე-5, მე-7 კლასების მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები ჩაატარეს.
„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!“ - ასეთია მოსწავლეთა გზავნილი.
მოსწავლეებმა შექმნეს საინფორმაციო პლაკატი და შეასრულეს თემატური ნახატები.
შეგახსენებთ, რომ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო მისი ყოველწლიური აღნიშვნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის