ცუცხვათის საჯარო სკოლაში ფიზიკის, ქიმიისა და ინგლისური ენის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
28-03-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლაში 21 მარტს ფიზიკის, ქიმიისა და ინგლისური ენის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილი თემა - „რადიოაქტივობა“, ხოლო მიზნები საგნობრივი კომპეტენციის შესაბამისი იყო. კერძოდ, ფიზიკის ჭრილში მოსწავლეებმა შეისწავლეს რადიოაქტივობის მოვლენა და გაიაზრეს მისი გავლენა გარემოზე.

ქიმიასთან კავშირში, ახალგაზრდებმა გამოთქვეს ვარაუდი ქიმიური ელემენტების შესაძლო თვისებების შესახებ პერიოდულ სისტემაში მათი მდებარეობის მიხედვით, შეძლეს და გამოიკვლიეს ერთი და იმავე ჯგუფის ელემენტების შესაბამისი მარტივი ნივთიერებების თვისებების ცვლილებების კანონზომიერებები, გამოიტანეს სათანადო დასკვნები.

ინგლისური ენის სტანდარტის შესაბამისად, მოსწავლეებმა გამოიყენეს კითხვისა და მოსმენის სტრატეგიები მოცემული ტექსტის გაგება-გააზრების მიზნით, ამოიცნეს მათთვის საჭირო ინფორმაცია და გამოიყენეს ეს ინფორმაცია ინტერაქციაში.

აღსანიშნავია, რომ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ და ცოდნა კიდევ უფრო მეტად გაიღრმავეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203