გოლთეთის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა გაზაფხულის დღესასწაულები გასვლითი აქტივობით აღნიშნეს
28-03-2022

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო სასწავლო გარემოს სთავაზობენ და სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებსა თუ მოვლენებს ბავშვებს მრავალფეროვანი აქტივობებით აღანიშნინებენ.

ამჯერად, სკოლის მე-2 კლასის დამრიგებელმა, თამარ აროშიძემ ​3 და 8 მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით, პატარა მოსწავლეები ყვავილების საკრეფად ახლომდებარე ტყეში წაიყვანა. ამ სახალისო აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა პიკნიკი მოაწყეს და სახალისო თამაშები ითამაშეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის პედაგოგის მიერ შეთავაზებული აქტივობა ძალიან ხალისიანი იყო. პატარებს ეს დღე მუდამ დაამახსოვრდებათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203