აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ინტელექტუალურ შეჯიბრში საპრიზო ადგილი დაიკავა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა „მუხის ფარის ორდენმა“ ინტელექტუალურ შეჯიბრში საპრიზო ადგილი დაიკავა.
მოსწავლეები „ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის“ მიერ პროგრამის „ინტელექტუალურ-კულტურული პროექტების მხარდაჭერის“ ფარგლებში გამართულ ინტელექტუალური თამაშები „რა? სად? როდის?“ მონაწილეობდნენ.
მასში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა მუნიციპალიტეტი იყო ჩართული.
„მუხის ფარის ორდენის“ წევრები XII კლასის მოსწავლეები საბა ბოლქვაძე, საბა აბუსელიძე, გიორგი დავითაძე და ნინი აბუსელიძე იყვნენ.
მოსწავლეთა გუნდს მოპოვებულ წარმატებას სკოლა ულოცავს.
„სკოლა ამაყობს თქვენით! თქვენ ჩვენი სკოლის საიმედო მომავალი ხართ! ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თქვენს პედაგოგებს! უამრავი წარმატება თქვენ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: