ძულუხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო პლაკატი შექმნეს
28-03-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძულუხის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ აქტიურად და ამავდროულად, შემეცნებითი კუთხით აღნიშნავენ.

სკოლაში ამჯერად დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა აქტივობის ფარგლებში დაამზადეს საინფორმაციო პლაკატები და თემატური ნახატები შეასრულეს. ბავშვებმა ამ დღის შესახებ ცნობიერება კიდევ უფრო მეტად აიმაღლეს.

შეგახსენებთ, რომ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო მისი ყოველწლიური აღნიშვნა

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203