ჩხორიის საჯარო სკოლაში ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნა
28-03-2022

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნა.

აქტივობა სკოლის ეკოკლუბ „ფესვების“, სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკესა“ და eTwinning ჯგუფის ერთობლივი ინიციატივით გაიმართა. 

მოსწავლეებმა პლაკატები, საინფორმაციო პოსტერები და პრეზენტაციები მოამზადეს. მათ ამ დღის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. 

აღნიშნული აქტივობა ეკოკლუბების ხელმძღვანელების მზია ქარდავას, მაია არახამიასა და eTwinning ჯგუფის ხელმძღვანელების იზოლდა ხვიჩავას, მზია ქარდავასა და ირინა სოსელიას ჩართულობით გაიმარათა.

„ტუბერკულოზი განკურნებადი ინფექციური დაავადებაა, რომლის დამარცხება შესაძლებელია სწორი მკურნალობით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით 1982 წლიდან ყოველწლიურად 24 მარტს აღინიშნება ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე“,- წერის სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203