ახალციხის N3 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს ღონისძიება მიეძღვნა
28-03-2022

ახალციხის N3 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

სკოლაში ღონისძიება „მზის შვილები“ ჩატარდა, მასში პირველი და მეშვიდე კლასის მოსწავლებეი მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ნამუშევრები შექმნეს, დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს და მთავარი გზავნილი - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, გააჟღერეს. 

ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

ღონისძიებას პედაგოგები ვერონიკა ამბარიანი, ლალი მელიქიძე და მადონა კბილაშვილი ხელმძღვანელობდნენ. მათ სკოლის დირექტია მადლობას უხდის.

სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203